თამარა წულეისკირი ქ. თელავის მერს ლევან ანდრიაშვილს შეხვედრა

მაისი 23, 2023

23.05.23 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, კახეთში, ქ. თელავის მერთან ლევან ანდრიაშვილთან შეხვედრა გამართა.

ცენტრის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა მერიის გუნდის მიმართ რეგიონში საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისათვის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში რეგიონის მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობისა და ჩართულობისთვის ერთობლივი პროექტების განხორცილების შესაძლებლობები.

თელავის მერმა თავის მხრივ, მხარდაჭერა გამოხატა საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების საკითხში, მათ შორის ახალგაზრდებისთვის გასვლითი აქტივობებისა და მერიის თანამშრომლების გადამზადების მიმართულებით.