თამარა წულეისკირი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
იანვარი 24, 2024
24.01.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე თამარა წულეისკირმა ელჩს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ყურადღება დაეთმო საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს.
თავის მხრივ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა მხარდაჭერა გამოხატა ცენტრის საქმიანობის მიმართ, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.