თამარა წულეისკირი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
იანვარი 15, 2024

15.12.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. ყურადღება დაეთმო საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოში ლიეტუვის საელჩოს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საელჩოსა და საინფორმაციო ცენტრს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.