თამარა წულეისკირი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

მარტი 28, 2024

28.03.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის შესაძლებლობებსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო საინფორმაციო ცენტრსა და საელჩოს შორის პარტნიორულ ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის განხილვას.

თავის მხრივ სლოვაკეთის ელჩმა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.