თამარა წულეისკირი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიისა და სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

აპრილი 10, 2024

10.04.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიისა და სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის, ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა საინფორმაციო ცენტრის ძალისხმევა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის უმცირესობების ენებზე მიწოდების მიმართულებით. შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.