თამარა წულეისკირმა საქართველოში ნიდერლანდების ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
მარტი 1, 2024

01.03.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. ყურადღება დაეთმო საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს. ნიდერლანდების ელჩმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა როგორც ქვეყნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ასევე, განსაკუთრებით დადებითად შეაფასა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
თავის მხრივ, თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის მისია, სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები გააცნო და დეზინფორმაციის მიმართ მედეგობის გაძლიერების თვალსაზრისით ცენტრის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა.
მხარეებმა საელჩოსა და საინფორმაციო ცენტრს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.