თბილისის N215 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 5, 2024
05.04.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თბილისის N215 საჯარო სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც 120-მდე მოსწავლე ესწრებოდა, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ჭითანავამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, მის სტრუქტურასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და მიმოიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა.
გარდა ამისა მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის სპეციფიკა და მიზნები გააცნო.