თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 13, 2023

13.06.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დებატ-კლუბის მონაწილე თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკასა და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღებული პრაქტიკული სიკეთეები და სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრაზე, ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო დებატ-კლუბების პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 70-მდე სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატური დებატ-კლუბების შექმნასა და მონაწილე პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცოდნის გაზრდას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.