თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ლექცია გაიმართა

ნოემბერი 22, 2023

22.11.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ერთობლივი ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ლექცია გაიმართა. ლექციას თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა ალესანდრო ლაზარიმ, რომელიც არის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის პოლიტიკის ექსპერტი ვრცლად ისაუბრა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობაზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.