ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ახალაგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 23, 2023

23.02.23 – ჭიათურა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ახალაგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და ნატო-ში გაწევრიანების ეტაპებზე, კანდიდატის წევრობის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხება.

შეხვედრას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ხელმძღვანელი ნათია ახალაია ესწრებოდა, რომელმაც უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრაციის საკითხებზე ისაუბრა.

შეხევდრაზე ახალაგაზრდებთან ერთად ერთობლივი აქტივობები დაიგეგმა, რომელშიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები ჩაერთვებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები დაურიგდათ.