ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ახალგაზრდებთან ონლაინ სემინარი ჩატარდა

იანვარი 31, 2022

31.01.22 – ჭიათურა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ცენტრის ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო. მომხსენებელმა, ასევე, მიმოიხილა ნატო-სა და ევროკავშირთან არსებული ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.