ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 13, 2021

13.04.21 – სოფელი ითხვისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე. მომხსენებელმა, ასევე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.