თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და სოფლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 10, 2023
10.05.23 – თელავი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ.თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და სოფლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობების საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს დემოკრატიის გაძლიერებასა და დასავლური ინტეგრაციის პროცესებში.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ცენტრის საქმიანობასა და ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს“. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.