თელავის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 29, 2023

29.09.23 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანალიტიკოსმა გიორგი ჩიტაძემ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშესახები სიკეთეებისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა.
თავის გამოსვლაში, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.