თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 19, 2023

19.10.23 – სოფელი კონდოლი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის მხარდაჭერით, ადგილობრივ მოსახლეობასთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. აგრეთვე, საუბარი შეეხო ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებს. შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შედეგები და თანმდევი პასუხისმგებლობები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არსებული საინფორმაციო მასალები და ბროშურები.