თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 21, 2023

21.09.23 – თერჯოლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სკოლის დირექტორები, მოადგილეები, პედაგოგები და რესურს ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა, იოსებ ნანობაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ამოცანებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებსა და ევროკავშირის ინსტიტუციური მოწყობის თავისებურებებზე. ყურადღება გამახვილდა გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობაზე, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.