თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 21, 2023
21.09.23 – თერჯოლა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის N2 სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ნატო-ს შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.