თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 15, 2024

15.02.24 – სოფელი სიმონეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოსწავლეები და სამოქალაქოს, ისტორიისა და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრი წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობაზე, მისიასა და პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიქტორიანა გაიმართა, გამარჯვებულ მოსწავლეებს კი საჩუქრები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.