თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 1, 2023

01.12.24 – თეთრიწყარო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, მონაწილეებს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ხაზი გაესვა კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მნიშვნელობასა და ორგანიზაციის როლს მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.