თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის სკოლაში შეხვედრა გაიმართა
აპრილი 6, 2023
06.04.23 – სოფელი ბოგვი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატო-ს შექმნის ისტორიული კონტექსტი, გაფართოების ეტაპები და ორგანიზაციის ამოცანები და პრინციპები გააცნო.
შეხვედრის მეორე ნაწილი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას დაეთმო. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიან პარტნიორობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობაზე.
მონაწილეებმა გააზიარეს თემში გავრცელებულ მითები. მომხსენებელმა ისაუბრა დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე.