თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 19, 2024

19.04.24 – სოფელი ქოსალარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან და მრავალკომპონენტიან საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო.

კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, მიღებულ სარგებელსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასოცირების შეთანხმებით გატარებულ რეფორმებზე, უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებზე.

შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმოამდგენელთა უშუალო მონაწილეობით გაიმართა.