თამარა წულეისკირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
ივნისი 18, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, კერძოდ საინფორმაციო კამპანიების, სემინარებისა და კონკურსების ჩატარებაზე, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება ნატოსა და ევროკავშირის, ასევე, ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის შესახებ .
შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფის ჩართულობის გაზრდაზე სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში.
შეხვედრაში კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია მონაწილეობდა.