თამარა წულეისკირი დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა
თებერვალი 8, 2023
08.02.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და რუმინეთის ელჩს რეზვან როტუნდუს შეხვდა.
თამარა წულეისკირმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოსახლეობასთან პროაქტიული კომუნიკაციისა და სწორი ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.
თავის მხრივ, ელჩებმა გამოხატეს მხარდაჭერა ცენტრის საქმიანობის მიმართ, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს და გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ. ნატო-ს საკონტაქტო საელჩო ხელშემწყობი ორგანოა ნატო-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით.