თამარა წულეისკირი მონტენეგროს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, ალექსანდარ მაშკოვიჩს შეხვდა
სექტემბერი 22, 2022
22.09.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრში მონტენეგროს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, ალექსანდარ მაშკოვიჩს უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარ თემას საქართველოსა და მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის მიზანი და ამოცანები, საქმიანობის პრიორიტეტები, მიღწევები და საქართველოს დასავლური კურსის მიმართ საზოგადოების განწყობები გააცნო. მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში არსებული საინფორმაციო გარემო და ამ მხრივ არსებული გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის/ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე მონტენეგროს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა თავის მხრივ დასავლური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა და მზაობა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
შეხვედრას ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე მომუშავე სამტავრობო და არასამტავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.