თამარა წულეისკირი რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორს ნათია კუპრაშვილს შეხვდა

მარტი 3, 2021

03.03.21 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის აღმასრულებელ დირექტორთან ნათია კუპრაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. თავის მხრივ, ნათია კუპრაშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის საქმიანობასა და მასში გაერთიანებული მედია საშუალებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის რეგიონული მედიის ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით პარტნიორობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.