თამარა წულეისკირი საქართველო-ოქსფორდის ფორუმის საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
ივნისი 10, 2022
10.06.22 – თბილისი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საქართველო-ოქსფორდის ფორუმის საინაუგურაციო ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თამარა წულეისკირი სიტყვით გამოვიდა სესიაზე: განათლება, ინფორმაცია და საქართველო-ოქსფორდის პარტნიორობა.
ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციების, საქართველოს საინფორმაციო ეკოსისტემის და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების და უშუალოდ ცენტრის შესაძლებლობების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს მიერ გაწეულ ძალისხმევასა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა მონაწილეებს ასევე,ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავი ფორუმი, ჰიბრიდულ ფორმატში ოქსფორდის უნივერსიტეტის წმ. ანტონის სახელობის კოლეჯში ჩატარდა. შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და რეგიონული კვლევების სკოლასთან (OSGA) და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად თანამშრომლობით გაიმართა.
ფორუმი გახსნეს გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ, ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების განყოფილების ხელმძღვანელმა, თიმ პაუერმა და ოქსფორდის გლობალური სწავლების სკოლის ხელმძღვანელმა, კრისტოფერ გერიმ.
ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ ჯონათან ჯანოგლი, ბრიტანეთის პარლამენტში პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, გიორგი ხელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში და ვიქტორ ყიფიანი, კვლევითი ორგანიზაციის Geocase-ის თავმჯდომარე.
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „საქართველოს როლი ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, რაც მიმდინარე მოვლენებსდა თანამედროვე კვლევებს შეეხება. ფორუმს ესწრებოდნენ აკადემიური, საგანმანათლებლო, პოლიტიკური, დიპლომატიური და კულტურის სფეროების წარმომადგენლები. ღონისძიების შემდეგ გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია ცნობილი ბრიტანელი მწერლისა და წიგნის “Testing Georgia” ავტორის, კარლა კაპალბოს მონაწილეობით.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა როგორც ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ინიციატივების გაღრმავება და გაძლიერება, აგრეთვე, საქართველოსა და შავი ზღვის ფართო რეგიონში მიმდინარე მოვლენების შედარებითი ანალიზის განვითარების ხელშეწყობა.