თამარა წულეისკირი საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსს შეხვდა
მაისი 27, 2021
27.05.21 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსთან ქეთრინ შვაიცერთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობასა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის განხორციელების მიმდინარეობაზე, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის არსებული ინსტრუმენტების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობების განხილვას.
თავის მხრივ ქეთრინ შვაიცერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიცაა აღნიშნული პროექტი, რომლის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა და ახლა მიმდინარეობს მეორე ფაზის განხორციელება.