თამარა წულეისკირი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

მარტი 9, 2022

09.03.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ბატონ ალექსანდრე ვინიკოვთან.

შეხვედრაზე თამარა წულეისკირმა ალექსანდრე ვინიკოვს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებები გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების, საინფორმაციო კამპანიების, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკისა და არსებული საინფორმაციო გარემოს შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს საინფორმაციო ცენტრსა და ნატო-ს სამეკავშრეო ოფისს შორის არსებული თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა გამოხატა ინტერესი და სრული მზადყოფნა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და ღონისძიებებში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს სამოკავშირეო ოფისსა და საინფორმაციო ცენტრს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.