თამარა წულეისკირი საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა

სექტემბერი 22, 2021

22.09.21 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საქართველოში პოლონეთის ელჩთან მარიუშ მაშკიევიჩთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის არსებული ინსტრუმენტების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობების განხილვას

თავის მხრივ პოლონეთის ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და მზადყოფნა გამოთქვა ცენტრის პროექტებში ჩართვისთვის.