თამარა წულეისკირის შეხვედრა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ატაშესთან ვიცე პოლკოვნიკ ტონი ბრამელთან
თებერვალი 11, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ატაშეს ვიცე პოლკოვნიკ ტონი ბრამელს უმასპინძლა.
შეხვედრაზე თამარა წულეისკირმა სტუმარს ცენტრის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ესაუბრა. თავის მხრივ ვიცე პოლკოვნიკმა ტონი ბრამელმა საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან მიმდინარე და ახალი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ მზაობა გამოთქვა და მიმდინარე პროექტის “გავიცნოთ ბრიტანეთი” ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.