თამარა წულეისკირმა ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

სექტემბერი 23, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი საქართველოში ვიზიტით მყოფ ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის წარმომადგენლებს პაულა კოლკს და ალინა არუოიას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საინფორმაციო ცენტრსა და როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრსშორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და ერთობლივად განხორცილებული წარმატებული პროექტების შესახებ. ყურადღება გამახვილდა პროექტზე “მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ”, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად ათობით გამარჯვებული მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით ესტონეთში მიემგზავრება.  

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.

თავის მხრივ ესტონელმა სტუმრებმა, კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი ცენტრისთვის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობა და გამოხატეს მზადყოფნა კვლავაც ჩაერთონ სამომავალ დღის წესრიგში და გაუზიარონ გამოცდილება თავიანთი საქმიანობის ყველა მიმართულებით.