თამარა წულეისკირმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს თემატიკაზე გამართულ ონლაინ პანელურ დისკუსიაში

დეკემბერი 25, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ონლაინ დისკუსიაში „ნატო და საქართველო: უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად ერთმანეთთან დაახლოება“ მიიღო მონაწილეობა. დისკუსია ბულგარეთში საქართველოს საელჩოსა და „სოფიას უსაფრთხოების ფორუმის“ ორგანიზებით გაიმართა.

გამოსვლაში თამარა წულეიკირმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მოქალაქეების ინფორმირებულობის მნიშვნელობასა და მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით საინფორმაციო ცენტრის ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების მომხსენებლები ასევე, იყვნენ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე; ნატო-ში და ევროკავშირში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე და ნატო-ში ბულგარეთის წარმომადგენელი დრაგომირ ზაკოვი. ღონისძიებას მოდელირებას უწევდა „სოფიას უსაფრთხოების ფორუმის“ პრეზიდენტი იორდან ბოჟილოვი.

დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო-პრაქტიკული ასპექტები. აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

ღონისძიებაში ბულგარეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს, ბულგარეთში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა გავლენიანი არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების და ბულგარული პრესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.