თამარა წულეისკირმა საქართველოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
მაისი 11, 2022
11.05.22 – თბილისი
საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
თამარა წულეისკირმა ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევების ფონზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
დისკუსია საქართველოში ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სანდოობის პროგრამის CRRC-თან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის განხილვას ემსახურებოდა. შედეგის წარდგენა, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.