„თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში მაღალმთიანი აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
ნოემბერი 24, 2021
24.11.21 – მაღალმთიანი აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩის ორგანიზებით, „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში მაღალმთიანი აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე. საუბარი, ასევე, შეეხო გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.