თბილისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
თებერვალი 18, 2022

18.02.22 – ქვემო ქართლი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თბილისის ახალგაზრდული კლუბის ორგანიზებით, კლუბის წევრებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორია, ორგანიზაციის მთავარი პრინციპები და ამოცანები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, როგორც სახიფათო გამოწვევაზე და მასთან ბრძოლის გზებზე.