თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 11, 2022
11.10.22 – თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სასულიერო აკადემიაში სტუდენტებთან, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ სემინარების ციკლი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ ერთობლივი ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება.
სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტეზე ისაუბრა.
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშილმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
კავშირი „21-ე საუკუნე“ გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ კი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო – საეკლესიო სისტემები, სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების დინამიკა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული მოდელები განიხილა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.