თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 13, 2022

13.10.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, თემაზე: „ჰიბრიდული ომის საფრთხეები და საპასუხო მოქმედებები“.

შეხვედრაზე, Kings College-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ლექტორმა და საომარი მოქმედებების ექსპერტმა, დოქტორმა ოფერ ფრიდმანმა, ჰიბრიდული ომის თავისებურებებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა. ექსპერტმა, ასევე, დეტალურად განიხილა რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

შეხვედრას მოდერაცია ევროკავშირის გუნდის ხელმძღვანელმა, იოჰან ჰომესმა გაუწია.

ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.