თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 4, 2022

04.04.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში ნატო-ს სამმართველოს უფროსმა ვერა ხაჯალიამ, ვრცლად ისაუბრა ნატო-ს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს, მიზნებსა და ამოცანებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებსა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.