თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან დეზინფორმაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 30, 2023

30.03.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროკავშირის პროექტის „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა“ ერთობლივი ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ლონდონის Kings College-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ლექტორმა და საომარი მოქმედებების ექსპერტმა, დოქტორმა ოფერ ფრიდმანმა, სტუდენტებთან დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის თავისებურებებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.
ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.