თელავის ,,ამერიკული კუთხის’’ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
იანვარი 30, 2023

30.01.23 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის ,,ამერიკული კუთხის’’ ახალგაზრდებთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს ნატო-სა და ევროკავშირის დაარსების ისტორიის, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროკავშირის დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ევროპულ ფასეულობებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ეტაპებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და მასალები დაურიგდათ.