თელავის ამერიკული კუთხის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 27, 2022
27.05.22 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის ამერიკული კუთხის წევრებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ახალგაზრდებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ეტაპებსა და ევროკავშირისგან მიღებული ხელშესახები სიკეთეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსა და ნატოში გაწვერიანების ბენეფიტებს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მიმართულებით.
ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.