თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 18, 2021

18.06.21 – თელავი

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობით, ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა, როგორ მოიძიონ მათთვის საინტერესო ევროპული განათლების ნებისმიერი შესაძლებლობა, ღონისძიება, ტრენინგი, ვორქშოფი, გრანტი თუ სხვა. ამ მხრივ, მომხსენებელმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და ისაუბრა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოტენციალზე ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის ჭრილში.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობას საქართველოში, ასევე მიმდინარე წლის 14 ივნისს ბრიუსელში გამართულ ნატოს ლიდერების სამიტს, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში.