თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 26, 2022
26.10.22 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის ისტორიაზე, ინსიტიტუტებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვან საკითხებზე.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.