თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 14, 2022

14.04.22 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული ფასეულობების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, ევროკავშირთან გაფორმებული “ასოცირების ხელშეკრულებით” მიღებული ხელშესახები სიკეთეებისა და ევროკავშირის ფასეულობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებზე.

შეხვედრას, რომელსაც 40 მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ გაუწია.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.