თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის’’ წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 30, 2022
30.09.22 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის’’ წევრებთან, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.