თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 28, 2023

28.03.23 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებთან კიბერუსაფრთოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების უფროსმა მენეჯერმა აკაკი შეყელაძემ, ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე, კიბერუსაფრთოების, კიბერთავდაცვის და კიბერდანაშაულის საფრთხეების შესახებ.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებზე.

შეხვედრას, რომელსაც 30-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ გაუწია.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.