თელავის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 11, 2022

11.11.22 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თელავის მუნიციპალიტეტის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით საქართველოს მოქალაქეებისათვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ რისკებსა და საფრთხეებს, რაც ევროინტეგრაციის გზას ახლავს თან.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა უვიზოდ გადაადგილების რეგულაციებსა და შენგენის ზონაში თავისუფალი სავიზო რეჟიმის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.