თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 26, 2022
26.09.22 – სოფელი აკურა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურას ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, გაწევრიანების ეტაპებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.