თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ადგილობრივ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 2, 2021

02.11.21 – სოფელი ართანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ადგილობრივ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობის, მიმდინარე გამოწვევებისა და ევროკავშირთან დაახლოვების შედეგად მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.