თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა

აპრილი 8, 2021

08.04.21 – სოფელი ზედა სიმონეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის ორგანიზებით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისა და სამოქალაქო და გეოგრაფიის საგნის პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებზე, რაც პანდემიიდან გამომდინარე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების კუთხით დაწესდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.